ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

12 მილიონიანი პროექტი დასრულდა

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელზედაც სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა, ფუნქციონირებას ახალ, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებს, ახალი კორპუსი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მეცნიერებთან ერთად გახსნა.

ახალი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში გაიხსნა და აქვე გაიმართა ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება „აგრარული მეცნიერების დღე“. ღონისძიება მოიცავდა აგრარული მეცნიერების თემაზე კონფერენციებს, საჯარო ლექცია-პრეზენტაციებს, ტრენინგებს. თავად ფესტივალი მეხუთე დღეა რაც მიმდინარეობს და არაერთი საინტერესო ღონისძიება შესთავაზა მეცნიერებს, დაინტერესებულ პირებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს. „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“  25 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.

რაც შეეხება აგრარული მიმართულების ახალ სასწავლებელს, მას გააჩნია ულტრათანამედროვე ლაბორატორიები და ისეთი აღჭურვილობა, რომლის მსგავსი  საქართველოში არა თუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი, ჯერ არ არსებობს. სასწავლო კორპუსს ასევე აქვს სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არამედ, ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე