ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია ინკლუზიური განათლების საკითხებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს (British Council) ორგანიზებით, ინკლუზიური განათლებაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების, ინკლუზიური განათლების პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებისა და სკოლებში ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანერგილი სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების საჭიროებასა და სასწავლო გეგმების მნიშვნელობაზე, სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების, სკოლის მიღმა დარჩენის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეთა მიმართ პრევენციის მექანიზმის განვითარების საკითხებზე და სხვა.

ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ბრიტანელი კონსულტანტის დევიდ ქრებთრის ლექციები თემებზე: „დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა და პრაქტიკა“, „ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმები“, და „10 მიდგომა ინკლუზიისადმი“.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერები მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე