ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გორში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში განაგრძობს, - გორის რეაბილიტირებული #5 საჯარო სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან, აშშ-ის ელჩ იან კელისთან და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლისთან ერთად გახსნა.

სკოლის რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელდა.

2016 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, პირველი სარეაბილიტაციო სეზონის შედეგად, დაასრულა 12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლების საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. აღნიშნულ სკოლებში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების საერთო ფართი შეადგენს 29 696 კვადრატულ მეტრს. აღნიშნული 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდა 3 500-ზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო.

პირველი სარეაბილიტაციო სეზონის განმავლობაში, სულ 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. მთლიანად, კომპაქტის ფარგლებში, დაგემილია 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პროექტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახორციელებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე