ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები“

დღეს, PMC კვლევითი ცენტრმა საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა მოაწყო.

ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, სხვა დაინტერესებული მხარეები საჯარო სექტორიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებიდან.  მინისტრის თქმით საქართველოს უმაღლესი განათლების  ინტერნაციონალიზაცია კომპლექსური თემაა და მასზე ზრუნვა ერთდროულად დადებითად იმოქმედებს როგორც განათლების ხარისხის ზრდასა და ამ სექტორის განვითარებაზე, ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გრძელვადიან პერიოდში.  

„დღესდღეობით, საქართველომ მიაღწია განვითარების იმ დონეს, როდესაც შეუძლია საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარს შესთავაზოს  პოტენციურად კონკურენტული პროდუქტი და ამით გაზარდოს ქვეყნის ინტელექტუალური და ეკონომიკური შესაძლებლობები“, განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარმა და განათლების ექსპერტმა ანა ჟვანიამ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის პოლიტიკის და არსებული სიტუაციის ანალიზი, ასევე,  საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისთვის ძირითადი ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი.

კვლევის შედეგად გამოიყო საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები; შემუშავდა რეკომენდაციები და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების მიღწევას, კერძოდ:

  • აკრედიტაციის და ავტორიზაციის სისტემის ოპტიმიზაცია, გაწევრიანება საერთაშორისო სააკრედიტაციო სისტემებში
  • მართვის დეცენტრალიზაცია და უნივერსიტეტების ავტონომიურობის გაზრდა
  • აკადემიური პერსონალის ინტერნაციონალიზაცია
  • სტუდენტური დაბინავების პროგრამის შემუშავება
  • სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის ინდივიდუალური სტიპენდიების სისტემის შემუშავება
  • უცხოურ საგანმანათლებლო პარტნიორებთან ერთობლივი დიპლომის გაცემა

კვლევა ჩატარდა PMC კვლევითი ცენტრის მიერ, “პოლიტიკის კვლევა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის„ პროექტის ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე