ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი - 2016

რედისონ ბლუ ივერია თბილისში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 40-მდე დამსაქმებელი, კერძო, თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

ფორუმზე კურსდამთავრებულთა დასაქმების ადგილის მოძიების მიზნით, კერძო, თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებსა და სტიპენდიანტებს შორის შეხვედრა/გასაუბრება შედგა.

კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ სამინისტროების, სსიპ-ების, ქართულ ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის კითხვები, მიეწოდებინათ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ და გამოეყენებინათ პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა. ფორუმის ფარგლებში, მოეწყო განათლების საერთაშორისო ცენტრის „კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამის სტრატეგიის“ განხილვა.

ფორუმს ესწრებოდნენ როგორც ახალდაბრუნებული, ასევე უკვე დასაქმებული კურსდამთავრებულები.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-16 წლებში 270 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო უცხოური განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში მოახდინონ. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე