ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა სახლიდან კერძო სკოლა-ლიცეუმში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ადელინა ჭანტურია, რომელიც კოჯრის ბავშვთა სახლში  ცხოვრობს, სწავლას კერძო სკოლა-ლიცეუმის - „მწიგნობართუხუცესი“ მეთორმეტე კლასში გააგრძელებს. გოგონა მინისტრმა  ახალ სკოლაში პირადად მოინახულა და პერსონალური კომპიუტერი გადასცა. 

ადელინა ჭანტურია სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, თავის და-ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში ცხოვრობს და  წარჩინებული სწავლით გამოირჩევა. ამიერიდან,  გოგონას განათლებაზე კერძო სკოლის ხელმძღვანელობა იზრუნებს, მას კარგი სწავლისთვის ყველა პირობას შეუქმნიან. იმ შემთხვევაში თუ ადელინა სტუდენტი გახდება სწავლის საფასურს სკოლა დაუფარავს, ასევე გაუხსნის საბანკო ანგარიშს, მოიძიებს სპონსორებს და უმაღლესის წარმატებით დასრულების შემდეგ მას საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.

ამ ქველმოქმედებას სკოლა სამინისტროს  ახალი პროექტის ფარგლებში ახორციელებს, რომლითაც ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში გაიმარჯვეს, შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ ისწავლონ კერძი სკოლებში.
საქართველოში მოქმედი კერძო სკოლებიდან „მწიგნობართუხუცესი“  ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა სამინისტროს ინიციატივას  და  ახალი სასწავლო წლიდან, ადელინა ჭანტურიასთნ ერთად, კიდევ ხუთ წარმატებულ მოსწავლეს თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან  უფასოდ ასწავლის.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე