ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ელექტრონული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია

თბილისში ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის პირველი ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა და მის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვლი, ევროკომისიის დირექტორატის წევრი (ვიდეო ჩართვის საშუალებით) ლაურენს მერედიტი.

კონფერენციის ძირითადი თემაა ე.წ. ელექტრონული ინფრასტრუქტურის (კომპიუტერული ქსელები, მაღალი წარმადობის გამოთვლითი რესურსები, მონაცემთა ბაზები, პროგრამული უზრუნველყოფა) გამოყენება მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი ექსპერტი 20 ქვეყნიდან, მათ შორის 40-ზე მეტი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, აგრეთვე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენზიაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები წამყვანი ევროპული პროექტების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ჩატარებული კვლევების შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიებში, გარემოს დაცვაში, ბიოლოგიაში, ტელემედიცინაში და მეცნიერების სხვა დარგებში. სპეციალური სესია დაეთმობა ევროპის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში (CERN) მიმდინარე კვლევებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკომისია, ევროკავშირის EaPConnect პროექტი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" და საქართველოს უნივერსიტეტი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე