ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დუალური პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

11-13 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და მაგდებურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესიული განათლებისა და მომზადების UNEVOC ცენტრის თანამშრომლობით, სამხრეთ კავკასიაში პროფესიული განათლების განვითარების თემაზე, რეგიონული დუალური პროფესიული განათლების კონფერენცია ტარდება.

ჩამოთვლილი ორგანიზაციების მხარდაჭერით, განხორციელდა „ლიდერების მომზადების საერთაშორისო პროგრამა - მასტერ ტრენერი პროფესიულ განათლებაში“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ პროფესიული განათლების სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. აღნიშნული პროგრამის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ დუალური პროფესიული განათლების დანერგვაში თავიანთ ქვეყნებში.

საქართველოს აქვს ლიდერის როლი დუალური პროფესიული განათლების დანერგვაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. პირველი იდეა დუალური განათლების შესახებ სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ ის მხარდაჭერით. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება გერმანელ და ადგილობრივ ექსპერტებს შორის.  ჩვიდმეტმა წარმომადგენელმა სამი ქვეყნიდან შეისწავლა როგორც გერმანული დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა, ასევე საერთაშორისო გამოცდილება პროფესიულ განათლებაზე ევროპის ქვეყნებში. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული იქნა ტრანსფერ პროექტები, რომლებიც განხორცილდება ასევე GIZ ის მხარდაჭერით. ტრანსფერული პროექტების თემები ეხება, როგორც პროფესიული მასწავლებლებისა და სასწავლებლების დირექტორების განვითარებას, ასევე შეფასების ახალ მიდგომებს და დუალური პროგრამების განხორციელებას ტურიზმსა და მეღვინეობაში. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე