ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში 25 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება

ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ენერგო-ეფექტურობის პრინციპით, თბილსში 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება.  „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს“ ხელი დღეს მოეწერა, რომლის ცერემონიას ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

წინასწარი გათვლებით, დაგეგმილი პროექტის განხორციელებით კომფორტულ და უსაფრთხო სასწავლო გარემოში სწავლას დაახლოებით 15 000 მოსწავლე გააგრძელებს. ზოგადად, პროექტის მთავარი ამოცანაა, სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად, მიღწეული იქნეს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ამასთან, მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგებისთვის თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნა. ამავდროულად, პროექტით განხორციელდება  მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი - გაუმჯობესდება სკოლების მდგრადობა, შემცირდება ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ. სულ მცირე 40%-ით შემცირდება შენობებში ენერგიის მოხმარება.

აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც GEB-ის დაფინანსებით  საჯარო სექტორში განხორციელდება. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე