ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრომ 2010-2015 წლების სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა

სამინისტროს 2010-2015 წლების ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე პრეზენტაცია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  პირველად ჟურნალისტებს წარუდგინა.

სასტუმრო-კომპლექს ”ბაზალეთში” გამართულ სემინარზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან სიახლეებზე, როგორიცაა ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ახალი საგნების სწავლება,  სახელმძღვანელოთა ახალი გრიფირების წესი, ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება, სკოლების ბრენდირება და სხვა.

სამინისტროს 2010-2015 წლების ახალ სამოქმედო სტრატეგიას მინისტრი უახლოეს მომავალში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების,  საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის  წარმომადგენლებს წარუდგენს.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტებმა ყველა კითხვაზე პასუხი პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მოისმინეს.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 11-12 სექტემბერს მიმდინარეობდა პრეზენტაციები წარმოადგინეს:  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ეროვნული ცენტრის, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს  ხელმძღვანელებმა, მათ ასევე უპასუხეს ჟურნალისტთა შეკითხვებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე