ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი“

საქართველო გერმანიის ორმხრივი თანმშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით,  „პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს“ ახორციელებს, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე ადეკვატური ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის გაძლიერება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

აღნიშნული მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში შეიქმნა „კადრებზე მოთხოვნის სისტემური საინფორმაციო ბაზა" სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და საგანამანთლებლო დაწესებულებებში პროფესიების შესწავლის მოდულების შემუშავებით. ამ აქტივობების შედეგად, ახლო მომავალში ასოციაციის ფარგლებში იწარმოებს საკადრო პოლიტიკის ელექტრონული კვლევის სისტემატური შესწავლა და მისი ანალიზის შედეგად მრავალმხრივი ჩართულობით შეიქმნება შრომის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი სერვისები და მათი აღსრულების მექანიზმები. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის  პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირების მიზნებიდან გამომდინარე. საქართველო გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული დამატებითი მექანიზმები  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს  პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოების კუთხით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, გერმანიის ხელისუფლების დახმარებითა და დამსაქმებელთა ასოციაციის ჩართულობით, რომელიც სამინისტროს სოციალური პარტნიორია, განხორციელდება ასოციაციის წევრი კომპანიების საჭიროებების შესწავლა და მათი მზაობის დადგენა, ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან დუალური, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომის დანერგვის პროცესში.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე