ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების სისტემაში მეწარმეობის მოდულის დანერგვის შეფასება განხორციელდა

პროფესიული განათლების სისტემაში ახლად დანერგილი მეწარმეობის სწავლების მოდულის შეფასების მიზნით საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ეკონომიკის საეთაშორისო სკოლის (ISET) და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული პირებისათვის მეწარმეობისა და თვითდასაქმების უნარის განვითარება ერთ-ერთ წამყვან კომპონენტად განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინიტროს ინიციატივით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ, დამსაქმებელთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობის სწავლების ახალი მოდული შეიქნა.

მეწარმეობის ახალი მოდულის დანერგვა 2015 წლიდან დაიწყო სისტემაში და ის სავალდებულოა ნებისმიერი მიმართულების პროფესიული სტუდენტისათვის. შესაბამისად, განათლების სამინისტროსათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოდგენდა ახლადდანერგილი ინიციატივის შეფასება და რეკომენდაციების მოსმენა. მკვლევრების მიერ დადებითად შეფასდა პროფესიული განათლების სისტემაში მეწარმეობის განახლებული მოდულის დანერგვა, შედეგების გაუმჯობესებისათვის საჭიროდ განისაზღვრა მეწარმეობის სწავლების პროცესი დაეფუძნოს მეტ პრაქტიკულ აქტივობებს, გამოყენებულ იქნას სიმულაციური სწავლების ტექნოლოგები და განხორციელდეს მეწარმეობის სწავლების პროცესში ჩართული პირების კომპეტენციის განვითარება.

ქეთევან ნატრიაშვილის მიერ ინიცირებული იქნა მეწარმეობის თემატური ჯგუფის პლატფორმის გამოყენება კვლევაში ასახული რეკომენდაციების იმპლემენტაციისათვის, ასევე ერთ-ერთ საკვანძო საკითხად განისაზღვრა რელევანტური უწყებების ჩართვა მეწამეობის სწავლების პრაქტიკული კომპონენტის სრულყოფის პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე