ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სააპელაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სააპელაციო საბჭოს წევრები. სააპელაციო საბჭოს შექმნით საქართველოში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით ისარგებლონ გასაჩივრების ახალი პროცედურით, რომლის მიხედვითაც, მოხდება გადაწყვეტილებების შინაარსობრივი განხილვა და შეფასება.

სააპელაციო მექანიზმის დანერგვა წარმოადგენს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას, რომელიც ასევე ასახულია იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიულ გეგმაში. აღნიშნული მექანიზმის ამოქმედებით საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან. აღნიშნული მექანიზმის დამკვიდრება ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის განვითარებასა და ამაღლებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე