ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა პრეტესტი დღეს ჩატარდება

პროფესიულ ტესტირებამდე ერთი დღით ადრე რეგისტრირებულ აპლიკანტებს პრეტესტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. აპლიკანტებს საშუალება აქვთ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაეცნონ საგამოცდო პროცესს. პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 29 ოქტომბერს ჩატარდება.

პროფესიული ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. აპლიკანტი ყურადღებით უნდა გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.

2016 წლის საშემოდგომო სესიაზე 13 ათასამდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 35 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული. პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე