ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში სწავლა-სწავლების ტექნოლოგიების ინტეგრაციის მხარდასაჭერად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და Microsoft-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად, Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს სკოლებში Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვაში დახმარების გაწევას. Microsoft-ი ასევე,  მხარს დაუჭერს მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს საგანმანათლებლო კონტენტით, სასწავლო მასალებითა და ექსპერტიზით, რათა ხელი შეუწყოს ინტერნეტით სარგებლობას და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას  სწავლა/სწავლების  პროცესში.

მემორანდუმის ხელმოწერამდე შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან, რომელშიც Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გენერალური მენეჯერი მაიკლ კოგელერი,  Microsoft Connectivity-ის გლობალური დირექტორი ალექსანდრე ტოლედო ლეიტი და მაიკროსოფტ საქართველოს მენეჯერი ნიკოლოზ დობორჯგინიძე მონაწილეობდნენ.

პროექტის საწყის ფაზაში, 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, Microsoft-ი  უფასოდ დანერგავს Wi-Fi ტექნოლოგიას ქვეყნის  დიდი და პატარა ქალაქების 32 სკოლაში.  განათლების სამინისტროს ხანგრძლივი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტით უზრუნველყოს საქართველოს მთელი სასკოლო საზოგადოება. ამ სკოლებიდან მრავალს აქვს წვდომა ინტერნეტთან, თუმცა არ აქვთ Wi-Fi ინფრასტრუქტურა.

ამ პროექტით მასწავლებლები და მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტთან დაკავშირებას სკოლაში, რაც მოხსნის ცოდნასთან წვდომის ბარიერს. ხელშეკრულება ასევე მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის ქსელთან ერთად მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში და იმ უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რომელსაც 21-ე საუკუნის სამუშაო გარემო მოითხოვს.

Microsoft-ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან უკვე 7 წელია თანამშრომლობს, ატარებს ტრენინგებს და კონფერენციებს მასწავლებლებისთვის, აწყობს სემინარებს და კონსულტაციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიებზე. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს სხვადასხვა მასშტაბური ინიციატივის, მათ შორის, პირველკლასელთა კომპიუტერის პროგრამის მხარდაჭერას, ქლაუდ სერვისების დანერგვას ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისთვის, სასკოლო კომპიუტერების განახლებას უახლესი ოპერაციული სისტემით და საოფისე პროგრამებით, ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარების მხარდაჭერას მასწავლებლებისა და  მოსწავლეებისთვის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე