ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლა მოინახულა. 1 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად, დაიწვა ამ სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოპერატიული და ეფექტური მუშაობის შედეგად, სასწავლო პროცესი არცერთი დღით არ შეწყვეტილა. გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყო სკოლის ახლოს მდებარე კეთილმოწყობილი, გარემონტებული შენობა. შენობაში შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი (მერხები, დაფები და ა.შ.). სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, როგორც სკოლის ძირითად შენობაში, ასევე გამგეობის მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში. სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ყველა პირობა შექმნილია. სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში 80 მოსწავლე სწავლობს. მომხდარი ხანძრის გამო, დროებით, ახალ შენობაში სწავლას დაწყებითი კლასების მხოლოდ 9 მოსწავლე აგრძელებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე