ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო წლის სიახლეები გააცნო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ,,primetime’’-ის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტთა კორპუსს 2010-2011 სასწავლო წლის სიახლეები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. 

მინისტრის განცხადებით, ტრიმესტრების ნაცვლად, სკოლებში სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა და საქართველოს ყველა სკოლაში ამიერიდან სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.  პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დასრულდება. პირველი და მე-12 კლასის მოსწავლები სწავლას 20 მაისს, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეები 15 ივნისს დაამთავრებენ. დიმიტრი შაშკინის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოდები უფასოდ გადაეცემა. ხოლო საპილოტე სკოლების 3 000 პირველკლასელი (ბათუმის, ზუგდიდის, წეროვანის, მესტიის ყველა სკოლისა და თბილისისა და ქუთაისის რამდენიმე სკოლის პირველკლასელი) პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტბუკს მიიღებს. მასში ჩატვირთული სპეციალური სასწავლო თამაშები რაც ბავშვებს ქართულის, ბუნებისა და მათემატიკის საგნების შესწავლაში დაეხმარებათ.

პარალელურად ამოქმედდა ”ბუკის” ვებ.გვერდიც, (www.buki.ge)  სადაც ყველა კლასის მოსწავლეებისთვის ჩატვირთულია სახელმძღვანელოებიც და კლასგარეშე ლიტერატურაც. ნეტბუქის ასათვისებლად მასწავლებლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტრდათ. იმ სკოლების პირველკლასელები, რომლებიც საჩუქრად ნეტბუქს მიიღებენ, ინგლისური ენის შესწავლას პირველივე კლასში დაიწყებენ. თუმცა, მომავალი წლიდან, ნეტბუქს ყველა პირველკლასელი მიიღებს და შესაბამისად, ინგლისურის შესწავლას ყველა პირველკლასელი დაიწყებს.

მინისტრის ინფორმაციით, იცვლება შეფასების სისტემა. ექვსის ნაცვლად ბავშვები სამი კომპონენტით შეფასდებიან. ეს იქნება საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი. შემოდის ახალი საგნები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება და სპორტის გაკვეთილები. გაიზრდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საათები; იანვრიდან თბილისის საპილოტე სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ინტეგრირებული სწავლება დაიწყება.    სკოლებში აიკრძალება ნაღდი ფულით ვაჭრობა და სასადილოებში ანგარიშსწორება ბარათებით იქნება.

2010 წლის ბოლომდე, ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში 1000 ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს. თუმცა,  პედაგოგთა რიცხვი მომავალი წლიდან გაორმაგდება. უკვე დამტკიცებულია ახალი ჟურნალები, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება განათლების ხარისხის ასამაღლებ ლად და აკადემიური დასწრების ხარისხის გასაკონტროლებლად. ეთიკის კოდექსების საფუძველზე საფუძველზე კი სკოლები შინაგანაწესს შეიმუშავებენ და მისი დაცვა მასწავლებლებისთვის, მოსწავლისთვის და დირექტორისთვის აუცილებელი იქნება.

უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში სერტიფიცირებული მანდატურები შევლენ. წლის ბოლომდე კი ზუგდიდის, რუსთავის, ქუთაისისა და გორის სკოლებს მოიცავენ. სკოლის შიდა და გარე პერიმეტერის გასაკონტროლებლად, ასევე უსაფრთოების ზონების შესაქმნელად, სკოლებში უკვე დამონტაჟებულია ვიდეომონიტორინგის სისტემებიც. სკოლა ვალდებული იქნება  ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართოს მშობელიც. თუმცა, მშობელზე, რომელიც ბოროტად აარიდებს თავს შვილის აღზრდას, ადმინისტრაციული კოდექსით გათვასიწინებული საჯარიმო სანქციები დაწესდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე