ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაური ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI), განათლების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და ექსპერტები.

შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ორწლიანი სამოქმედო გეგმა, მასში გაწერილი საქმიანობების შესრულების მიმდინარეობა და მთავარი გამოწვევები. დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფართოდაა წარმოდგენილი აღნიშნულ დოკუმენტში და ახორციელებს საქმიანობებს განათლების ყველა საფეხურზე. მათ შორის, ადრეული ქორწინების, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, მიგრანტთა უფლებების, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ძალადობის პრევენციის კუთხით.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და დაგეგმეს შემდგომი თანამშრომლობის  გზები.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე