ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების საკითხებზე კლასიკურ გიმნაზიაში იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი მარიამ ჯაში მშობლიურ სკოლას, პირველ კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან ერთად.

გაიმართა საინფორმაციო-ანალიტიკური შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, განიხილეს ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ სიახლეები, ისაუბრეს  გამოწვევებზე.

მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.

პარლამენტის წევრი დაინტერესდა სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით მასწავლებლების მოსაზრებებითაც. სტუმრებმა განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მომავლის ხედვები გაუზიარეს მასწავლებლებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე