ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით და ასოციაცია „დეას“ მხარდაჭერით პროექტის ,,უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანია ზოგადი განათლების საფეხურზე პროგრამის ,,უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში შემუშავებული ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტისთვის გენდერული, ეთნიკური და რელიგიური საკითხების სენსიტიური ინდიკატორების შემუშავება და არსებულ მონიტორინგის ინსტრუმენტში ინტეგრირება.  

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, ასევე განათლების სისტემის წარმომადგენლები.

პროექტი განხორციელდება დაგეგმილია საქართველოს 5 რეგიონში. ინდიკატორიების შემუშავებაში და მის პილოტირებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი  და  კახეთის საჯარო სკოლები, სადაც განათლებას იღებენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე