ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

არაფორმალური განათლების აღიარება

არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც  მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. შეხვედრას  აღიარების კომისიის წევრები, კონსულტანტები და  იმ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც პროგრამის პილოტირება მიმდინარეობს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მაძიებლების დოკუმენტები და შედგენილი პორტფოლიოები, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს კონსულტაციები არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირების შეფასების განსახორციელებელ პროცესთან და პორტფოლიოსთან დაკავშირებით.

არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს განხორციელდება და მოიცავს ორ სფეროს - სოფლის მეურნეობას (გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით).

არაფორმალური განათლების აღიარება დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ფორმალური განათლებისგან დამოუკიდებლად, არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება და მიიღონ სრული პროფესიული კვალიფიკაცია ან, დააგროვონ კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე