ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ დიღმის საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ დიღმის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გახსნა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ხოლო 81 პირველკლასელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად ნეტბუქები გადასცა.

განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად  სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში ყველა სათანადო პირობაა შექმნილი. მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა კეთილმოსწობილი  საკლასო ოთახები; სპორტული დარბაზი; კომპანია ”გოგლი-მოგლის” მიერ  მოწყობილი თანამედროვე სასადილო, სადაც ანგარიშსწორება “ტაოპრივატბანკის” მიერ გაცემული საკრედიტო ბარათებით მოხდება; გაეცნო მანდატურებს, დაათვალიერა მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც 32 ვიდეო კამერას მოიცავს.

პრეზიდენტი პირველკლასელებსაც შეხვდა და იმ მეთოდით დაინტერესდა, რომლითაც  ეს ბავშვები საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენას შეისწავლიან. მიხეილ სააკაშვილი  ”ასწავლე და ისწავლე  საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, კალიფორნიიდან ჩამოსულ უცხოელ მასწავლებელსაც გაესაუბრა, რომელიც ქართველ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს შეასწავლის.

დასასრულს, მიხეილ სააკაშვილი სკოლის 80-მდე პედაგოგს შეხვდა და მათთან საუბარში მთავარი აქცენტი ღირსეული და განათლებული მომავალი თაობის აღზრდაზე გააკეთა. გაზრდილია მოსწავლეთა ინტერესი, ისინი გაცილებით მეტად ინფორმირებულები არიან, მასწავლებლები ვალდებულნი არიან შესაბამისი, მაღალი დონის განათლება  მიცენ მოზარდებს ვინაიდან: ”ყველაზე დიდი კაპიტალი არის განათლებული ხალხი”-განაცხადა პრეზიდენტმა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე