ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ესტონელები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ

გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომში ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოწვევით, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის, ორგანიზაციული მოწყობის, ინსტიტუციური სრულყოფის შესახებ გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით.

ესტონელმა კოლეგებმა საჯარო ლექცია ჩაატარეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების არსებული სისტემის გაცნობის მიზნით, განახორციელეს  საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ და ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ვიზიტი.

შიდა აუდიტორული საქმიანობა საქართველოს საჯარო სექტორში 2010 წლიდან ევროკავშირის მიერ შემუშავებული და ადაპტირებული ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის’’ მოდელის საფუძველზე ჩამოყალიბდა და დღეს ქვეყანაში ინსტიტუციური განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე