ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნოლოგიები განათლების სისტემაში

Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კონფერენციას განათლების ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი ქვეყნის - ფინეთის  განათლების  ექსპერტები - გლობალური ელექტრონული სწავლების სტრატეგიის გუნდის დირექტორი Microsoft-ის მსოფლიო განათლების ორგანიზაციაში კატი ტიანენი და Microsoft-ის საგანმანათლებლო მოწყობილობების გუნდის ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თეო მილევი უძღვებოდნენ.

ფინელი ექსპერტები მთელ მსოფლიოში განათლების სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განათლების პოლიტიკის შემქმნელებთან და სკოლებთან თანამშრომლობენ და ამით ეხმარებიან მათ განახორციელონ სწავლება და  მიღებული ცოდნის სრული რეალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენებით.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე