ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს, პირველად საქართველოში, ერთდროულად ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის №158 საჯაროს სკოლას ეწვია და სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

პირველმა ლედიმ სკოლა დაათვალიერა და პირველკლასელებს გაესაუბრა. წელს სკოლას 33 პირველკლასელი ჰყავს, სულ 158-ე საჯარო სკოლაში 400- მდე მოსწავლე სწავლობს.

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება  პირადად მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმაც: მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი თბილისის №1 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ, მინისტრის მოადგილემ  გიორგი ჩახნაშვილმა თბილისის №24-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს  პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება,  მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე რუსთავის №25  საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე