ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა 2014-2016

შემაჯამებელი ღონისძიება  „ეროვნული სასწავლო გეგმა - განვითარება და დანერგვა“ გაიმართა. 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, უკვე მესამე წელია ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები კონსულტირებას უწევენ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტთა ჯგუფებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე დამტკიცებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები), ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-IX, X-XII კლასები) ეროვნული სასწავლო გეგმების პროექტები მომზადებულია.

პროგრამა განხორციელდა  ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის  ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობით.

ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ  გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელი დიანა დიურიკი, ესტონეთის ფონდ „ინოვე“-ს საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დირექტორი ლეა ორო,  საქართველოში ესტონეთის საელჩოს  წარმომადგენელი სვენ სიჰვარტი.

შემაჯამებელი პრეზენტაციით წარსდგა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმ აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, რაც ქართულ-ესტონური პარტნიორობის პერიოდში წარმატებულად განხორციელდა:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება: ადმინისტრაციული და საგნობრივი ნაწილი;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჩარჩო;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტების გაძლიერება;
  • საქართველოს საჯარო სკოლებში სამუშაო შეხვედრები და პრეზენტაციები ესტონური გამოცდილების გასაზიარებლად;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა (2015წ).

ასევე მიღწეული შედეგები შეაჯამა ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა ირენე კაოსაარიმ.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში პარტნიორული ურთიერთობა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. თანამშრომლობა ესტონეთის განათლების სამინისტროსთან, როგორც ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო მოდელის შემქმნელ პარტნიორთან, მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე