ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტურიზმისათვის საჭირო პროფესიული უნარები

,აღმოაჩინე შენი ტალანტი,, - აღნიშნული ლოზუნგით გაიხსნა დღეს პროფესიული უნარების ევროპული კვირეული, რომელიც წელს პირველად ტარდება და ამით საქართველო, პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულს უერთდება. კვირეული ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ სხვადასხვა ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას და საუკეთესო პრაქტიკის ჩვენებას ისახავს მიზნად.

კვირეულის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, ტურიზმისათვის საჭირო პროფესიული უნარებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

პროფესიული განათლების სისტემის დაახლოება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. პროფესიულ განათლებაში უნარებთან მიმართებაში უპირველესი დამკვეთი დამსაქმებელია და მათი როლიც პროფესიული განათლების სეგმენტში ყველა საფეხურზე აქტუალურია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დამსაქმებლების ჩართულობას მოდულური პროგრამების შემუშავების პროცესი. 2016 წლის საშემოდგომო მიღებისათვის დაიწყო სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების კონცეფციის დანერგვა სისტემაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე