ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯი „მერმისი“ პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულში ჩაერთო

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“ ეწვივნენ და მონაწილეობა მიიღეს ღია კარის ღონისძიებაში - დაათვალიერეს კოლეჯი, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებული პროგრამების შესახებ და პირადად ჩაერთნენ პროგრამების პრაქტიკულ დემონსტრაციაში. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი პროფესიული განათლების საინტერესო კუთხით წარმოჩენა და მიღებული უნარების დასაქმებისათვის გამოყენების რეალური შესაძლებლობის ხაზგასმა იყო.

ღია კარის დღე პროფესიული უნარების ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა (5-9 დეკემბერი). კვირეული პარალერლურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და კანდიდატ ქვეყნებში ტარდება.

კოლეჯ „მერმისის“ ღია კარის დღის ორგანიზაროტია „ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების ტექნიკური დახმარების პროექტი“ (EUVEGE) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. „ჩვენ გვინდა დავანახოთ ყველას, რომ პროფესიული განათლება და გადამზადება შეიძლება შესანიშვავი არჩევანი იყოს და პროფესიულ უნარებს შეუძლია ადამიანის ხარისხიანი დასაქმება უზრუნველყონ“ განაცხადა მაიკლ ელენრიდერმა - ევროკავშირის ტექნიკური დამხარების პროექტის კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების ექსპერტმა.

პროექტი, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით, აქტიურად უჭერს მხარს პროფესიული განათლებისა და გადამზადების პოპულარიზაციას საქართველოში, რათა ხაზი გაუსვას მის პოზიტიურ მხარეებსა და შესაძლებლობებს. EUVEGE პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას და გააუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე