ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში - განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა“. კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, შეფასების მეთოდოლოგია, გამოწვევები და შესაძლებლობები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოს წევრები, ასევე, სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარტნიორი სამინისტროებიდან.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტის შემუშავება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნების, საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA).

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე