ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო ორგანიზებით, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებში და ზრდასრულებში. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც ჩართულია როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში და სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პროექტის პირველ რაუნდში, დაფინანსდა შვიდი პროექტი, საერთო ღირებულებით 70,000 აშშ დოლარი. 2016 წელს დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, დაინერგა პირველი ფართო-მასშტაბიანი ელექტრონული სასწავლო კურსი „ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“, გამოვლინდა კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ახალი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა ახალი მეთოდოლოგიური დოკუმენტები შეფასებისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე