ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების რეგისტრაცია იწყება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით,  განათლებისა და მეცნირების სამინისტრო აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვთა ნებაყოფლობით რეგისტრაციას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების დანერგვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადა.
 
მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს მულტიდისციპლინალური გუნდები, რომლებშიც შედიან  ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები და სპეციალური პედაგოგები. გუნდები შეაფასებენ დარეგისტრირებულ ბავშვებს და მათი რეკომენდაციის საფუძველზე ინდივიდუალურად ყველა ბავშვისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნება.

სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე საგანმანათლებლო რესურს - ცენტრს (მისამართები იხილეთ განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდეზე: www.mes.gov.ge   ან შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა ინტერნეტით მისამართზე: www.mes.gov.ge .
 
რეგისტრაცია ჩატარდება ამა წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.

განათლების სისტემაში დღემდე არ არსებობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის ბაზა, რაც ხელს უშლიდა ამ ბავშვების ეფექტურ ინტეგრაციას საგანმანათლებლო სივრცეში და საზოგადოებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე