ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადბა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 დეკემბერს, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონფერენციაზე მოხდება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, პროფესიული განათლების საკითხებზე მსჯელობა და მასში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

სამინისტრო განმარტავს, რომ უწყების მიერ მსგავსი კონფერენცია დაგეგმილი არ არის და მისი გამავრცელებლები, სავარაუდოდ, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უწყების სახელით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედებაა, სამინისტრო მიიღებს ზომებს და მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის უწყებებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე