ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სკოლის მშენებლობა საბურთალოს რაიონში

საბურთალოს რაიონში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა შენდება. 61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა მომავალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში. მშენებლობის პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად გაეცნო. მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობას.

სკოლა ძველი შენობის ადგილზე, ვ. დოლიძის ქუჩაზე შენდება, სადაც ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. თითქმის ერთსაუკუნოვანი სკოლა საბურთალოს რაიონის საკმაოდ დიდი მოცულობის მჭიდროდ დასახლებულ უბანს ემსახურება და შესაბამისად, ახალი მშენებლობაც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ლარზე მეტია.

61–ე საჯარო სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება - გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. სკოლას ექნება ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.

ახალი შენობის აშენებამდე სკოლის კონტიგენტი დროებით განთავსებულია კოსტავას N71-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 სასწავლო კორპუსში, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლის ხელმძღვანელობის მიერ გაწეული მაქსიმალური ძალისხმევით, ყველა ის პირობა და უსაფრთხო გარემოა შექმნილი, რომელიც სასწავლო პროცესისათვის არის აუცილებელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე