ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის „მე ომბუდსმენი 2016“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კონკურსი „მე–ომბუდსმენი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა. 

ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურა სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. კონკურსი „მე ომბუდსმენი“ უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას და ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კონკურსი წელს უკვე მეშვიდედ გაიმართა. თამაში 10 ოქტომბერს დაიწყო და რეგისტრაცია 864 გუნდმა  (1728 მოსწავლე) გაიარა. პირველი და მეორე ტურის გავლის შემდეგ, მესამე, საფინალო რაუნდში 22 მოსწავლე გადავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

კონკურში მონაწილე მოსწავლეებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და პროექტ „მე ომბუდსმენის“ ავტორი არჩილ თალაკვაძე მიესალმნენ, მიულოცეს გამარჯვება და საჩუქრები გადასცეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე