ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული უნარების ევროპული კვირეული დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიული უნარების ევროპული კვირეულის დახურვა, პროფესიული განათლების სფეროში ახალი ინიციატივების განხილვის ფონზე განახორციელა. ინიციატივები გაეროს განვითარების პროექტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვნად უკავშირდება პროფესიული ორიენტაციის  გამართული მექანიზმების შექმნას, არაფორმალური განათლების აღიარებას და პროფესიული განათლების საფეხურზე ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრირებას. თითოეული საკითხი განხილულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის ექსპერტების მიერ. შეხვედრისას ასევე განხორციელდა პედაგოგიური გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც პროფესიული განათლების პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე