ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გოგებაშვილის პედაგოგიკა - თანამედროვე გამოწვევები

2016 წელს შესრულდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან (1876 წ.) 140 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდული კონფერენცია “გოგებაშვილის პედაგოგიკა - თანამედროვე გამოწვევები” გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც მკვლევართათვის უმნიშვნელოვანესი საცავის პოპულარიზაცია, გოგებაშვილის პედაგოგიური ნააზრევის წარმოჩენა, განათლების საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის იმის ჩვენება, რომ დღევანდელობის პრობლემათა გასაღები ხშირად ისტორიაშია საძიებელი.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ რეგიონებიც მოიცვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სრულიად განსხვავებული კუთხით დანახული იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობა და მისი ნაშრომები. მაგალითისათვის წარმოდგენილი იყო თემა: იაკობ გოგოებაშვილის „დედა ენის“ პირველი გამოცემისა და თანამედროვე „დედა ენის“ შედარებითი ანალიზი.

გარდა ამისა, გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი. მისი ჩანაწერები, წერილები სხვადასხვა ნაშრომები და ა.შ.

სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ანიმაციურ პროგრამას დედა ენის შესახებ, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით შექმნილ ანიმაციურ სიუჟეტს დედა ენისა და მისი ავტორის შესახებ. რაც საშუალებას გვაძლევს ახლებურად დავინახოთ გოგებაშვილის მოღვაწეობა. ასეთი სახის ანიმაციების შექმნა განსაკურებით მნიშნველოვანია ახალგაზრდებისათვის, რომელთათვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები მათ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე