ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბილინგვური სახელმძღვანელოები შეიქმნა

პირველად საქართველოში, არაქართველი მოსწავლეებისათვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35% ქართულ ენაზეა.  სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა VII, VIII, X, XI და XII კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც უფასოდ გადაეცემათ მოსწავლეებს. ბილინგვური სწავლება არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში დაეხმარება. 

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მარნეულის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავად გადასცა ახალი სახელმძღვანელოები.

2010-2011 აკადემიური წლისათვის, სამინისტრო სულ 35, 874 არაქართულენოვან მოსწავლეს უზრუნველყოფს ისტორიისა და გეოგრაფიის ორენოვანი წიგნებით (სულ: 75,895 სახელმძღვანელო). ასევე, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ყველა მე-4 კლასის მოსწავლე უსასყიდლოდ მიიღებს  “ქართული, როგორც მეორე ენის” სახელმძღვანელოს.

”ქართული ენის პროგრამის”  ფარგლებში აღნიშნული ინიციატივისათვის სახელმწიფომ 2010 წლისათვის 600,000 ლარზე მეტი გამოყო. მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა არაქართულენოვანი მოსწავლეები შესძლებენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე