ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აშშ-ის დელეგაციას შეხვდა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე ასევე ესწრებოდნენ, ხოლო ამერიკის მხარეს აშშ-ის საელჩოს,  სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს საჯარო დიპლომატიის მიმართულების ხელმძღვანელი ბეჯამინ ზიფი, აშშს-ს განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი თომას მელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი წარმოადგენდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. სპეციალური აქცენტი გაკეთდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე საქართველოში, USAID -ისა და აკადემიურ გაცვლით პროგრამებზე.

ქართულმა და  აშშ-ს მხარეებმა, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე