ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი თელავის სასწავლო აეროპორტს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზა და თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი “მიმინო“ დაათვალიერა. მინისტრი სტუდენტთა მიერ სასწავლო ფრენების შესრულებასაც დაესწრო.

1992 წელს დაარსებულმა საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა 2005 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სახელით გააგრძელა ფუნქციონირება. მოკლე პერიოდში აქ ბევრი მფრინავი და ავიასპეციალისტი მომზადდა, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციასა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობენ.

უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თვითმფრინავები Cessna, Piper seneca, Boeing 737-200, EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის ავიასიმულატორები, კეთილმოწყობილი სპეციალიზირებული სასწავლო ლაბორატორიები, საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი, სტუდენტთა კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებელი ქ. თელავში.

საავიაციო უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული განათლების პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:

• საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (კომერციული პილოტი);

• საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია;

• საფრენი აპარატების დაპროექტება და წარმოება

• საჰაერო ხომალდების ავიონიკის და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია

• ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფრენის მართვის ავტომატიზებული სისტემები;

• ფრენების უზრუნველყოფის მიწისზედა რადიოტექნიკური საშუალებების ტექნიკური ექსპლუატაცია;

• საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი და სხვ.

უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს „ბოინგის“ კომპანია Jeppesen-თან.

ცენტრი ახორციელებს საავიაციო პერსონალის მომზადება, გადამზადებასა და კვალიფიკაციის დადასტურებას მრავალმხრივი მიმართულებით.

უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus Mundus-ის პროექტში ACTIVE და Erasmus+, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით ევროპის ქვეყნებში. ქვეყნისათვის საჭირო, პრესტიჟულ პროფესიებს ეუფლებიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. კურსდამთავრებულები წარმატებით ართმევენ თავს თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ავიასაწარმოებში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე