ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები ბათუმის საჯარო სკოლებში

ახალი სასწავლო წლიდან ქალაქ ბათუმის ყველა საჯარო  სკოლის უსაფრთხოებას მანდატურები უზრუნველყოფენ. ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში მანდატურთა  სამკაციანი ჯგუფი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა წარადგინეს.

ბათუმის 18 საჯარო სკოლში 44 მანდატური იმუშავებს,  ყველა მათგანმა გადამზადების ორკვირიანი პროგრამა საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა, ”უსაფრთხო სკოლის პროგრამის” ფარგლებში, სკოლებში  დამონტაჟებულია მაღალი დონის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სკოლის ფართობიდან გამომდინარე, სხვადასხვა რაოდენობის ვიდეო კამერას მოიცავს. მე-3  სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე 17 ვიდეოთვალია განლაგებული, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისად, დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.

მომავალში მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა  ბავშვებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა,  რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე