ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საახალწლო საჩუქრები მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური  თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და  მინისტრის სახელით, მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა და დამზადების პროცესსაც გაეცნო.

მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 89 მოსწავლე სწავლობს, მათგან 60 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს, მათი ნაწილი არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. ლია გიგაურს სწორედ ამ მოსწავლეებმა უმასპინძლეს.

სპეციალიზირებულ სკოლებში  მოსწავლეები ინდივიდუალური, მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამით სწავლობენ. გარდა სასწავლო პროცესისა, სამინისტრო ზრუნავს ამ სკოლების ინფრასტრუქტურაზეც. გასულ წელს მე-200 სკოლის ეზოსა და პანსიონში სარემონტო სამუშაოები დასრულდა, პანსიონი სრულიად განახლდა, კეთილმოეწყო და თანამედროვედ აღიჭურვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე