ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა

მინისტრმა ელჩს მოკლედ გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული ვითარება და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა წარმატებულ თანამშრომლობაზე ბრიტანეთის საბჭოსთან და ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანული მხარის დახმარების თაობაზე ინგლისური ენის პოპულარიზაციის,  მასწავლებელთა გადამზადებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.

ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ „განათლების მსოფლიო ფორუმის“  ღონისძიებებში, სადაც ალექსანდრე ჯეჯელავას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების გაცნობის გარდა, შესაძლებლობა ექნება შეხვდეს კოლეგა მინისტრებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ბრიტანეთის საბჭოს დირექტორატთან  შეხვედრა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ  მადლობა გადაუხადა ჯასტინ  მაკენზი სმიტს მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა ვიზიტის შედეგად, ორმხრივი თანამშრომლობა მხარეებს შორის  განათლებისა და მეცნიერების სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე