ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯ „სპექტრის“ 16 კურსდამთავრებული „ხელოსანთა ქალაქში“ დასაქმდა

ავეჯის აწყობა/კონსტრუირების მიმართულებით, ორგანიზაცია "ხელოსნების ქალაქში“ საზოგადოებრივ კოლეჯის „სპექტრი“ 16 კურსდამთავრებული დასაქმდა, მინიმალური ხელფასით - 1200 ლარი. მათგან ყველაზე მცირე ასაკის - 17, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის კურსდამთავრებულია. ამ ეტაპზე საწარმოში სტაჟირებას კიდევ რამდენიმე სტუდენტი გადის, რომლებიც უახლოეს მომავალში დასაქმდებიან.

დასაქმებულებმა ავეჯის აწყობა/კონსტრუირების პროფესია, დუალური განათლების ფარგლებში შეისწავლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ  კოლეჯში მიღებული თეორიული განათლების პარალელურად, ისინი საწარმოში გადიოდნენ პრაქტიკას. პროგრამა სახელმწიფომ დააფინანსა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე