ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის ახალი შენობა და ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივა სკოლებში

ისნის რაიონის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებაში 1000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე საჯარო სკოლა აშენდა. მსგავსი მასშტაბური მშენებლობა ათეული წლებია დედაქალაქში არ განხორციელებულა. 103-ე სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ახალი სასკოლო ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიზნით საჯარო სკოლებში ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები ამოქმედდება, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დამატებით ივარჯიშონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ხელბურთი, ფრენბურთი, უკონტაქტო რაგბი, კარატე, მძლეოსნობა, კალათბურთი). ამავე დღეს,103-ე სკოლაში ხელი მოეწერა მემორანდუმს სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის. ამ სკოლის მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული წარმატებები ფრენბურთში და სწორედ ამიტომ, საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ თავის თავზე აიღო სკოლის პატრონაჟი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე