ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბრიფინგი სასკოლო სახელმძღვანელოების ფასებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ სასკოლო სახელმძღვანელოების  ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე  ბრიფინგი გამართა.

სამწუხაროდ, სახელმძღვანელოები სახელმწიფო საკუთრება არ არის და საავტორო უფლებები ავტორებსა და გამომცემლებს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა სამინისტრომ, ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებამდე, მოლაპარაკებები აწარმოა მსხვილ დისტრიბუტერებთან და ყველა სკოლას დაუგზავნა იმ სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი, სადაც  სახელმძღვანელოების ყიდვა დაბალ ფასებშია  შესაძლებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს მოიპოვონ სკოლებიდან ეს ინფორმაცია და საჭირო წიგნები  მხოლოდ ოფიციალური დისტრიბუტერებიდან შეიძინონ. მაღაზიათა ჩამონათვალი ასევე შესაძლებელია იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე mes.gov.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე