ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 18-20 იანვარს ჩატარდება Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვია პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრის - Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბართლი, რომელმაც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონიაში. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

WorldSkills Georgia-ს  მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში  პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ორი დღის განმავლობაში  შეეჯიბრებიან ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდება. ისინი მონაწილეობას  WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებენ, რომელიც 2017 წლის 14-19 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

საქართველო Worldskills-ის საერთაშორისო ორგანიზაციასთან 2012 წლიდან თანამშრომლობს და ქვეყნის გუნდმა უკვე ორ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა.

WorldSkills -ის ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას, ქართველი ექსპერტების მიერ უახლესი ტენდენციების იმპორტს საქართველოში, რაც თავის მხრივ  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე