ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საბერძნეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საბერძნეთის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკსი ხელმძღვანელობდა.

სამუშაო შეხვედრის დასაწყისში, ლია გიგაურმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს გასული წლის ნოემბერში საბერძნეთში მასპინძლობისთვის და კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ ათენისა და სალონიკის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ბოლო წლებში გააქტიურებული თანამშრომლობა და აღინიშნა, რომ კონკრეტული საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით, ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და გაფართოვდება.

შეხვედრაზე ასევე, კმაყოფილება გამოითქვა ორივე ქვეყნის რამდენიმე სკოლაში ბერძნული და ქართული ენის გაკვეთილების დაწყების თაობაზე. დამატებით, ლია გიგაურმა იმ სიახლის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს უცხოეთში ქართული დიასპორისთვის. კონკრეტულად - უახლოეს მომავალში დაგეგმილია საბერძნეთში ქართულენოვანი ბავშვებისთვის სპეციალური ონლაინ გაკვეთილების ორგანიზება. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იდეა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი პროგრამები მათთვისაც მისაღებია მსოფლიოში გაფანტული მრავალრიცხოვანი დიასპორისთვის ბერძნული ენის სწავლების მიზნით. დასასრულს, შეხვედრა მხარეების მიერ პროდუქტიულად შეფასდა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე