ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაური თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით განათლების სფეროში და ხაზი გაუსვეს მისი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნით, უახლოს მომავალში, საქართველოს თურქეთის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე