ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განსაკუთრებული პირობები სერტიფიცირებულ პედაგოგებს ”ლიბერთი ბანკისგან”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი   შაშკინი და ლიბერთი ბანკის გენერალური  დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე  “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისში სერთიფიცირებულ  მასწავლებლებს შეხვდნენ და ერთობლივი  ბრიფინგი გამართეს. 

სერტიფიცირებული პედაგოგების წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ”ლიბერთი ბანკმა” ყველა პედაგოგს, რომლებმაც 2010 წლის ივლისში წარმატებით გაიარეს სასერტიფიკაციო გამოცდები  შეღავათიანი პირობები შესთავაზა.

ათასზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი უფასოდ მიიღებს:

  • საკრედიტო ბარათს Magic Card 500-ლარიანი ლიმიტით და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
  • დამატებით 1%-იან სარგებელს ლარში დენომინირებულ ანაბარზე;
  • მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშის საბასიზო პაკეტს უფასოდ, რომლითაც 18 ლარის დაზოგვას შეძლებს;
  • ხოლო იმ სერტიფიცირებულ პედაგოგებს, ვისაც ერიცხებათ (ან მომავალში ჩაერიცხებათ) ხელფასი ”ლიბერთი ბანკში” შეეძლებათ დანამატით ისარგებლონ სახელფასო ოვერდრაფტით შეღავათიანი 18%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლებენ პედაგოგები, რომელთაც ხელფასი ”ლიბერთი ბანკში” ჩაერიცხებათ. დღეისათვის ”ლიბერთი ბანკის” სახელფასო პროგრამაში ჩართულია 55 000-ზე მეტი პედაგოგი და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე