ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უნგრეთთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, უნგრეთის მხარე, უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს შესთავაზებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში, სოციალურ მეცნიერებებში, სამედიცინო სფეროში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებებში და სპორტისა და ხელოვნების სფეროებში.

თავის მხრივ, ქართული მხარე უნგრელ სტუდენტებს ყოველწლიურად  შესთავაზებს  სტიპენდიებს საქართველოში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ინგლისურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ან, საზაფხულო სკოლებსა თუ, კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.

დამყარდება პირდაპირი კონტაქტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და  სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს შორის, განხორციელდება  ერთობლივ სამეცნიერო კვლევები, კონფერენციები, ამოქმედდება ერთობლივი სასწავლო პროგრამები.


 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე